ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს ექვსი კოვიდინფიცირებული დაემატა, ერთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს ექვსი კოვიდინფიცირებული დაემატა, ერთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს ექვსი კოვიდინფიცირებული პაციენტი დაემატა, ერთი კი გამოჯანმრთელდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, ოთხი პაციენტი ე.წ. აჭარის კლასტერიდანაა, ორი კი გარდაბნის.

„ექვსი პაციენტი დაგვემატა. მათგან ოთხი აჭარიდანაა, ორი კი გარდაბნიდან. მათგან სამი ბავშვია. ამ ეტაპზე პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. გვყავს ერთი გამოჯანმრთელებული“, – განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ნოდარ მაღლაფერიძემ.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 15 კოვიდინფიცირებული პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.