ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 18 პაციენტი დარჩება.

ამასთან, კლინიკაში ე.წ. ცხელების ცენტრიდან კორონავირუსით გუშინ ღამით შეყვანილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საშუალო ასაკის მამაკაცს ცხელება ერთ-ერთ საკონტროლ- გამშვებ პუნქტზე თერმოსკრინინგის დროს დაუდგინეს. ის წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.

ქუთაისის ინფექციური კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ინფიცირებულის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.