ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კიდევ ოთხი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კიდევ ოთხი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კიდევ ოთხი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს და კლინიკაში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით 19 პაციენტი დარჩება.

კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან ერთი პაციენტი წუხელ შეიყვანეს. პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მას ვირუსი სეროლოგიური კვლევით დაუდგინდა.

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, პაციენტებს შორის კრიტიკულად არც ერთის მდგომარეობა არ ფასდება.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 496 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 149 გამოჯანმრთელდა.