ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს, სამი კი გასაწერად ემზადება

10:52, 06.05.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი დატოვებს, სამი კი გასაწერად ემზადება.

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, მათ უკვე აუღეს განმეორებითი საკონტროლო ტესტი და თუ პასუხები კვლავ უარყოფითი იქნება, პაციენტები კლინიკას ხვალ დატოვებენ.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს სულ 30 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ცხრა პაციენტია დარჩენილი.

მსგავსი