ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ხუთი წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ხუთი წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლაბორატორიიდან ხუთი წლის ბავშვის სინჯების პასუხი მიიღეს, რომელიც უარყოფითია, პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.  ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.

ნადირაძის თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში „კოვიდ-19“-ის  დიაგნოზით ექვსი პაციენტი არის მოთავსებული, მათგან ორს ინფექცია მსუბუქი ფორმით აქვს, ორი პაციენტი საშუალო სიმძიმისაა, ორი კი, მძიმედ არის.

ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკას დამატებით ახალი პაციენტები არ მიუღია.