ქუთაისის აეროპორტში მილანის რეისით ჩამოსული ერთ-ერთი მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ქუთაისის აეროპორტში მილანის რეისით ჩამოსული ერთ-ერთი მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მილანის რეისით ჩამოსულ ერთ-ერთ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რომელიც ქუთაისის კლინიკა „ელჯიდაკომპანიაში“ გადაიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, 20 წლის გოგონას აეროპორტში ტემპერატურა 37,8 დაუფიქსირდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მას ტემპერატურა 37,2 აღენიშნება.

კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, რა ტიპის ვირუსია, დადგენილი არ არის. ჯანდაცვის ცენტრთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში კვლევისთვის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

ექიმი ამბობს, რომ პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და დაკვირვების ქვეშ იმყოფება.