ქუთაისის ცხელების ცენტრში შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

10:02, 14.04.2020

ქუთაისის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან შვიდი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ქუთაისის ცხელების ცენტრის ხელმძღვანელმა, არჩილ მუკბანინამა განუცხადა.

არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას 22-მა პაციენტმა მიმართა, მათგან ხუთს უკვე აუღეს შესაბამისი ანალიზი და ლაბორატორიაში გაგზავნეს.

მსგავსი