ქუთაისის ცხელების ცენტრში რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

09:58, 08.04.2020

ქუთაისის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან რვა პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ხელმძღვანელმა, არჩილ მუკბანიანმა განუცხადა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქუთაისის ცხელების ცენტრს 28 პაციენტმა მიმართ. მათგან ანალიზს დღეს ხუთ პაციენტს აუღებენ და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნიან.

მსგავსი