ქუთაისის ცხელების ცენტრში რვა პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

10:03, 10.04.2020

ქუთაისის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან რვა პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა პასუხი უარყოფითია.

ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა, არჩილ მუკბანიანმა განაცხადა.

არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, გასული 24 საათის მანძილზე ქუთაისის ცხელების ცენტრს 18 პაციენტმა მიმართა. მათგან ანალიზი უკვე აუღეს ოთხ პაციენტს და ლაბორატორიაში გაგზავნეს.

მსგავსი