ქუთაისის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 22 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

09:46, 22.04.2020

ქუთაისის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან 22 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს – ყველა პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, არჩილ მუკბანიანმა განუცხადა.

მუკბანიანის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 26 პაციენტი შევიდა და ანალიზს ყველას აუღებენ.

მსგავსი