ქუთაისის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 12 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

09:40, 15.04.2020

ქუთაისის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან 12 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ ქუთაისის ცხელების ცენტრის ხელმძღვანელმა, არჩილ მუკბანიანმა განაცხადა.

მუკბანიანის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას 23-მა პაციენტმა მიმართა. ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, მათგან ხუთს შესაბამის ანალიზს დღეს აუღებენ და ლაბორატორიაში გაგზავნიან.

მსგავსი