ქუთაისის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ჩატარებული ათი ტესტიდან ყველა უარყოფითია

10:04, 09.04.2020

ქუთაისის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ათი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ხელმძღვანელმა, არჩილ მუკბანიანმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქუთაისის ცხელების ცენტრს 22-მა პაციენტმა მიმართა. მათგან ანალიზს დღეს ოთხ პაციენტს აუღებენ და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნიან.

მსგავსი