ქუთაისის ცხელების ცენტრში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქუთაისის ცხელების ცენტრში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის ცხელების ცენტრში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ განუცხადა.

პაციენტი ამ წუთებში ცხელების ცენტრიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ქუთაისის ინფექციურმა საავადმყოფომ კი ლაბორატორიიდან ერთი საეჭვო პაციენტის პასუხი მიიღო და პასუხი უარყოფითია.