ქუთაისის ცხელების ცენტრში 15 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

11:40, 18.04.2020

ქუთაისის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან 15 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და 15-ვე უარყოფითია.

ამის შესახებ საქართველოს არხს ქუთაისის ცხელების ცენტრის დირექტორმა, არჩილ მუკბანინმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას 21 პაციენტმა მიმართა, ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით მათგან ოთხს კორონავირუსზე ანალიზს აუღებენ და ლაბორატორიაში გაგზავნიან.

მსგავსი