ქუთაისის „ცხელების ცენტრში“ 13 პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისის „ცხელების ცენტრში“ 13 პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ქუთაისის „ცხელების ცენტრში“ ლაბორატორიიდან 13 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, არჩილ მუკბანიანმა განუცხადა.

მუკბანიანის ინფორმაციით, ასევე „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდა კლინიკის ექვს ექიმს, რომელთაც გეგმური კვლევა ჩაუტარდათ. სამედიცინო დაწესებულებაში გასული 24 საათის მანძილზე ცხელებით 13 პაციენტი შევიდა და ანალიზს კორონავირუსზე ყველას აუღებენ.