ქუთაისის ცხელების ცენტრს ბოლო 24 საათში 26-მა მოქალაქემ მიმართა

11:25, 04.04.2020

ქუთაისში მდებარე ცხელების ცენტრს ბოლო 24 საათის განმავლობაში 26-მა მოქალაქემ მიმართა.

ცენტრის დირექტორის, არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, ამჟამად ცენტრის სხვადასხვა განყოფილებაში 12 პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ცხელების ცენტრიდან ახალ კორონავირუსზე 13 პაციენტის სინჯები გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითი იყო.

ქუთაისის ცხელების ცენტრი სამი დღის წინ ამოქმედდა და ამ დრომდე კლინიკას 70-მდე მოქალაქემ მიმართა.

მსგავსი