ქუთაისის ცხელების ცენტრის ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

21:06, 28.04.2020

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის” ე.წ. ცხელების ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ხუთ პაციენტს „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდა.

ხუთივე პაციენტი კლინიკაში ცხელებით შეიყვანეს.

კლინიკაში ამ დროისათვის მეთვალყურეობის ქვეშ ორი პაციენტი რჩება. მათ ანალიზები უკვე აუღეს და ლაბორატორიაში გაგზავნეს. შედეგები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

მსგავსი