ქუთაისის ცხელების ცენტრიდან გაგზავნილი 23 ტესტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ცხელების ცენტრიდან გაგზავნილი 23 ტესტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ქუთაისის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან 23 ანალიზის პასუხი მიიღეს, ყველა პასუხი უარყოფითია,  ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, არჩილ მუკბანიანმა განუცხადა.

კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, პასუხებს შორის 19 პაციენტის, ოთხი კი, კლინიკის მედპერსონალის გეგმური კვლევის შედეგებია.

სამედიცინო დაწესებულებაში ამ დროისთვის 18 პაციენტია მოთავსებული, მათ ნაწილს ანალიზს კორონავირუსზე დღეს აუღებენ.