ქუთაისის ცენტრში კარავი განთავსდება, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ
ქუთაისის ცენტრში კარავი განთავსდება, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ

ქუთაისის ცენტრში კარავი განთავსდება, სადაც ყველა მსურველს კორონავირუსზე ტესტირება შეეძლება, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

ზვიად შალამბერიძემ რეგიონში სამსახურების ხელმძღვანელებთან და უწყების წარმომადგენელბთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა, რეგიონული საბჭოს სხდომაზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით რიგი გადაწყვეტილებები მიიღეს.

„უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის ცენტრში დაიდგას კარავი, რომელშიც ყველა მსურველი გაიტესტება, ვისაც შეიძლება კონტაქტი ჰქონდეს რისკის ჯგუფთან“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ის მიმართულებები განისაზღვრა, რომლითაც სხვადასხვა უწყებები და სტრუქტურები იმუშავებენ.