ქუთაისის ცენტრში ფეხით მოსიარულეს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
ქუთაისის ცენტრში ფეხით მოსიარულეს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ფეხით მოსიარულეს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც არასრულწლოვანი გზაზე გადადიოდა. ექიმების თქმით, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდი მსუბუქად დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.