ქუთაისის ცენტრალურ სკვერში კარავი გაშალეს, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე უფასოდ გამოიკვლევენ
ქუთაისის ცენტრალურ სკვერში კარავი გაშალეს, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე უფასოდ გამოიკვლევენ

ქუთაისში კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, ქალაქის ცენტრალურ სკვერში დროებითი კარავი გაშალეს, სადაც დილიდან მოქალაქეთა უფასო პისიარკვლევა მოხდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინიციატივით ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანამშრომელს, ასევე სარესტორნო ქსელ „ვენდისის“ თანამშრომელსა და ქალაქის მერიის ერთ-ერთ აიპში დასაქმებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

თვითიზოლაციაში იმყოფებიან სკოლის ის თანამშრომლები, რომელთაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ, თუმცა კვლევამ ვირუსის არსებობა არ აჩვენა. თვითიზოლაციაში იმყოფებიან „ვენდისის“  თანამშრომლებიც, ხოლო ობიექტი დაკეტილია.