ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში პაციენტის თანმხლები ერთ-ერთი პირი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს
ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში პაციენტის თანმხლები ერთ-ერთი პირი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს

ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში ხმაური იყო. კლინიკაში პაციენტის ოჯახის წევრებსა და ექიმებს შორის ინციდენტი მოხდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე, პაციენტის თანმხლები ერთ-ერთი პირი, რომელიც ექიმებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ადმინისტრაციული წესით, 166-173 მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 166-173-ე მუხლებით ამხილეს ასევე თავად პაციენტი, რომელსაც ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ასევე მონაწილეობდა სიტყვიერ დაპირისპირებაში.