ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ორის პასუხს დღეს ელოდებიან
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ორის პასუხს დღეს ელოდებიან

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსთან დაკავშირებით ოთხი პაციენტი არის მოთავსებული.

აქედან კლინიკამ ლუგარის ლაბორატორიიდან ორი მოქალაქის კვლევის პასუხი უკვე მიიღო და ისინი უარყოფითია, ორი პაციენტის ტესტის შედეგებს კი, დღის განმავლობაში ელოდებიან.

პაციენტები საჭიროებისა და სიმპტომების მიხედვით, კლინიკის ბოქსირებულ და ნახევრადბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული.