ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში მაღალი ტემპერატურით წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან ორი მოქალაქე გადაიყვანეს 
ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში მაღალი ტემპერატურით წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან ორი მოქალაქე გადაიყვანეს 

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან გუშინ ღამით, ორი მოქალაქე მაღალი ტემპერატურით გადაიყვანეს.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში სულ რვა პაციენტი არის მოთავსებული. მათგან ერთ-ერთი „ევექსის“ კლინიკიდან პნევმონიის დიაგნოზით შეიყვანეს. პაციენტს უცხოელებთან ჰქონდა კონტაქტი.

ამასთან, კლინიკაში დღის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიიდან ახალ კორონავირუსზე ხუთი პაციენტის კვლევის პასუხებს ელოდებიან. სამი ადამიანის სინჯები კი, დღეს გაიგზავნება.

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი ბოქსირებულ და ნახევრად ბოქსირებულ განყოფილებებში არიან მოთავსებული.

დატოვე კომენტარი