ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსზე შვიდი პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან

11:02, 11.03.2020

ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში ვირუსული სიმპტომებით ამ დროისთვის შვიდი პაციენტია მოთავსებული.

სინჯები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია. აღნიშნულ პაციენტებს შორის არის ორი წლის ბავშვი დედასთან ერთად, რომლებიც იტალიიდან ხუთი დღის წინ დაბრუნდნენ. ასევე, თვითიზოლაციაში არიან მისი ოჯახის წევრები.

პაციენტების ნაწილი ევროპის ქვეყნებიდან არის ჩამოსული, ნაწილს კი, კონტაქტი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფებთან. ყველა მათგანი საავადმყოფოში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით და მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს. პაციენტები ბოქსირებულ და ნახევრადბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული.

მსგავსი