ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთს აგროვებს
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთს აგროვებს

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია დაიწყო.

აქციის ფარგლებში მედიკამენტები, მშრალი საკვები, ტანსაცმელი და სხვა პირველადი დახმარების ნივთები შეგროვდა და დღეს უკრაინის საელჩოში გაიგზავნა.

ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება უნივერსიტეტში კვლავაც გაგრძელდება. აქციაში პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად სტუდენტებიც არიან ჩართული.