ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

11:57, 03.07.2023

ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა ბეტონის ჯებირს შეეჯახა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შემდეგაც აფეთქდა.

ოთხი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, ერთი კი კლინიკაში გარდაიცვალა.

მსგავსი