ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე რეისი დაგვიანებით შესრულდება
ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე რეისი დაგვიანებით შესრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისის დრო შეიცვალა. აეროპორტის ცნობით, ავიაკომპანია „ვიზეარის“ რეისი W66402 კავალა – ქუთაისი, კავალაში უამინდობის გამო, გამოფრენას აგვიანებს. ქუთაისში ჩამოფრენის სავარაუდო დრო 13:30 საათია.

ამის გამო იცვლება სხვა რეისების განრიგიც. გვიან შესრულდება ავიარეისი W66403 ლარნაკას მიმართულებით და სავარაუდო გაფრენის დრო 14:15 საათი იქნება. კვიპროსში ჩაფრენის სავარაუდო დროა 14:10 საათი.

ლარნაკადან რეისი W66404 სავარაუდოდ, გამოფრინდება 14:45 საათზე. ჩამოფრენის სავარაუდო დროა 18:30 საათი.

მემინგენის მიმართულებით ავიარეისი W66409, წინასწარი ინფორმაციით, შესრულდება 19:15 საათზე.

მემინგენიდან გამოფრენის დრო 20:35 საათი, ხოლო ქუთაისში რეისი W66410 ჩამოფრინდება 03:35 საათზე.

ავიარეისების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნომერზე 0431 23 70 00.