ქუთაისის აეროპორტში მილანიდან ჩამოსული 115 მგზავრი შეამოწმეს, კორონავირუსის სიმპტომები არც ერთ მათგანს აღმოაჩნდა
ქუთაისის აეროპორტში მილანიდან ჩამოსული 115 მგზავრი შეამოწმეს, კორონავირუსის სიმპტომები არც ერთ მათგანს აღმოაჩნდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მორიგი შემოწმება ქუთაისი-მილანის რეისის 115-მდე მგზავრს ჩაუტარდა, თუმცა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არც ერთ მათგანს აღმოაჩნდა.

რეისის მგზავრები აცხადებენ, რომ იტალიისა და ესპანეთის რამდენიმე ქალაქში იმოგზაურეს, თუმცა ქალაქებში სიმშვიდეა. მათივე თქმით, ვირუსით გამოწვეული პანიკა არსად შეიმჩნევა.

ქუთაისი-მილანის რეისით ჩამოფრენილი მგზავრები აცხადებენ, რომ კორონავირუსის რისკის ზონად მიჩნეულ ქალაქებში არც დახლების დაცარიელება შეიმჩნევა.