ქუთაისის აეროპორტში მგზავრებს უკანონოდ შემოტანილი 592 გრამი ოქრო აღმოუჩინეს
ქუთაისის აეროპორტში მგზავრებს უკანონოდ შემოტანილი 592 გრამი ოქრო აღმოუჩინეს

ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის სამი ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეების ნ.გ-ს, გ.ფ-სა და ჯ.კ-ს ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგების დათვალიერების შედეგად 61 767 ლარის ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 592.41 გრამი) აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.