ქუთაისის აეროპორტის ოფიციალურ გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებს სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება
ქუთაისის აეროპორტის ოფიციალურ გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებს სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებს -„ჯორჯიან ბასისა“ და (GEORGIAN BUS) და „ომნიბუს ექსპრესის“ (OMNIBUS EXPRESS) ავტობუსებს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშოები ყოველ 24 საათში ერთხელ უტარდებათ.

უწყების ცნობით, კომპანიის თანამშრომლები სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარებითა და ქლორით ამუშავებენ ავტობუსების სალონებს.

აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი სატრანსპორტო საშუალებების გარდა, ყოველდღიურად სველი წესით მუშავდება, ასევე დეზინფექცია უტარდება ყველა იმ კომერციულ ობიექტს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ჩამოფრენისა და გაფრენის დარბაზებში არის განთავსებული.