ქუთაისის აეროპორტის მგზავრებისთვის მატარებლის ბილეთები შვიდი დღის განმავლობაში უფასო იქნება
ქუთაისის აეროპორტის მგზავრებისთვის მატარებლის ბილეთები შვიდი დღის განმავლობაში უფასო იქნება

საქართველოს რკინიგზის საჩუქარი ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს: თითოეული მოქალაქე, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდება ან ქუთაისის აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრება, საქართველოს რკინიგზისგან მატარებლების ბილეთებს უფასოდ მიიღებს.

რკინიგზის პრესსამსახურის ინფორმაციით, 30 აპრილიდან შვიდი დღის განმავლობაში ყველა მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს, თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით – უფასოდ იმგზავრებს.

„მთავრობის სპეციალური განკარგულებით, განახლებული სადგურიდან ქუთაისის აეროპორტამდე და აეროპორტიდან სადგურამდე მგზავრების გადაყვანას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ სადგურში სახელწოდებით „ქუთაისის აეროპორტი“ ყველა სამგზავრო მატარებელი გაჩერდება“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.