ქუთაისის აეროპორტიდან დღეს ნურ-სულთანის მიმართულებით ავიარეისის შესრულება იგეგმება
ქუთაისის აეროპორტიდან დღეს ნურ-სულთანის მიმართულებით ავიარეისის შესრულება იგეგმება

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით რეისი დღეს, 16:15 საათზე არის დაგეგმილი. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ავიაკომპანია FlyArystan-ის წარმომადგენელმა, მარეხ შერვაშიძემ განუცხადა.

FlyArystan-ის წარმომადგენლის ინფორმაციით, რეისი შესრულდება ნურ-სულთანის მიმართულებით.

ატირაუს რეისთან დაკავშირებით ინფორმაციას კომპანიის წარმომადგენელი ამ დროისთვის არ ფლობს.