ქუთაისის აეროპორტი - ქუთაისი-ბარსელონის რეისის გაუქმება ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება
ქუთაისის აეროპორტი - ქუთაისი-ბარსელონის რეისის გაუქმება ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება

ქუთაისი-ბარსელონის რეისის გაუქმება ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის აეროპორტი ავრცელებს.

„ავიაკომპანია „ვიზეარის“ რეისის, ქუთაისი-ბარსელონას შესრულების დროს დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. კომპანიის ტექნიკოსებისა და თვითმფრინავის კაპიტანის რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეისის გაუქმების შესახებ.

მგზავრებს ბილეთების მომდევნო რეისებზე გადასაცვლელად, ან თანხის უკან დასაბრუნებლად შეუძლიათ მიმართონ საინფორმაციო სამსახურს ადგილზე. ან დაუკავშირდნენ ავიაკომპანია „ვიზეარის“ ცხელ ხაზს: 07 06 777 483.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ის მგზავრები, რომლებიც გაფრენას მომდევნო რეისით გადაწყვეტენ, მათი ტრანსპორტირებისა და სასტუმროს ხარჯებს კომპანია „ვიზეარი“ აანაზღაურებს”, – აღნიშნულია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.