ქუთაისის #59–ე საოლქო კომისიამ არჩევნების დღეს დაწერილი 12 საჩივარი განიხილა
ქუთაისის #59–ე საოლქო კომისიამ არჩევნების დღეს დაწერილი 12 საჩივარი განიხილა

ქუთაისის #59–ე საოლქო კომისიამ არჩევნების დღეს დაწერილი 17 საჩივრიდან 12 დღეს განიხილა. რაც შეეხება დანარჩენ ხუთ საჩივარს, ისინი ადმინისტრაციული წესით შეადგინეს, ამიტომ კომისიის თავმჯდომარე მათ ერთი თვის ვადაში განიხილავს.

#59–ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი საჩივრებიდან შვიდი არ დაკმაყოფილდა, ორი სრულად დაკმაყოფილდა, ორი – ნაწილობრივ. ერთი საჩივრის განხილვა გადაიდო.

კომისიის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ სხდომის დატოვებას, მისი თქმით, ეს არ იყო პროტესტი, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სხდომა მაშინ დატოვოს, როცა თავად გადაწყვეტს.

არჩევნების შემდგომ დაწერილი საჩივრების განხილვა ხვალ გაგრძელდება.