ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანამშრომელს, მათ შორის დირექტორსა და მის მოადგილეს, კორონავირუსი დაუდასტურდათ
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანამშრომელს, მათ შორის დირექტორსა და მის მოადგილეს, კორონავირუსი დაუდასტურდათ

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანამშრომელს, მათ შორის დირექტორსა და მის მოადგილეს, კორონავირუსი დაუდასტურდათ. პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

სკოლის წარმომადგენლის, ნათია ხაზარაძის თქმით, თანამშრომლების ნაწილი ამ დროისთვის სკოლაში იმყოფება და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ელოდება.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არავის აქვს.

სკოლაში ვირუსი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ერთ-ერთი პედაგოგი თბილისში, ქორწილში იმყოფებოდა და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი ჰქონდა. აღნიშნულ პედაგოგს, ასევე მის შვილსა და შვილიშვილს, „კოვიდ-19“ გუშინ, 9 სექტემბერს დაუდასტურდათ.