ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

14:29, 26.07.2026

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, სამგზავრო ავტობუსი სავალი გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 14 ადამიანი.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

მსგავსი