ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,  რასაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები იმყოფებოდნენ.

მომხდართან დაკავშირებით  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.