ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ გზაზე ავარია მოხდა

15:21, 19.10.2018

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ გზაზე მიკროავტობუსი „ოპელის“ მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. შედეგად, ერთი პირი მძიმედ დაშავდა. მიკროავტობუსის დაშავებული მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მსგავსი