ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიით სამი ახალგაზრდა დაიღუპა
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიით სამი ახალგაზრდა დაიღუპა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება გუშინ, გვიან ღამით „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ბოძს დაეჯახა, რომლის შემდეგ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და ტრანსპორტში მყოფი სამივე ახალგაზრდა დაიწვა.

ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.