ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიის შედეგად მამაკაცი დაშავდა

19:46, 05.04.2019

ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე ავარია მოხდა, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაშავდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ერთმანეთს მოტოციკლი და „ჰონდას“ მარკის ავტომობილი დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარ დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი