ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

11:22, 16.10.2022

ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის 94-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე გაძლიერებული ქვისცვენის გამო, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი