ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის 70-ე კმ-ზე მოძრაობა აკრძალულია

23:34, 23.12.2017

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის 70-ე კმ-ზე მოძრაობა აკრძალულია.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 70-ე კმ-ზე ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდის შვავი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა“, – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი