ქუთაისი-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ქუთაისი-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისი-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, სოფელ ბაშის მონაკვეთზე ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც ავტომობილი გამყოფ ზოლს დაეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, მცირეწლოვანი ბავშვი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ბიძაშვილები არიან, ისინი შუახევის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.