ქუთაისი-პარიზის რეისზე 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა
ქუთაისი-პარიზის რეისზე 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისი-პარიზის რეისზე 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

როგორც საქართველოს პირველ არხს  Wizz Air-ში განუცხადეს, თვითმფრინავის აფრენიდან 10 წუთში მგზავრმა შეუძლოდ იგრძნო თავი.

„თვითმფრინავი ქუთაისის თავზე დაფრინავდა, რათა საწვავი გაეხარჯა, რადგან სავსე ავზით თვითმფრინავის დასმა სარისკოა. მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე იყო“, – განაცხადეს Wizz Air-ში.

მათივე ინფორმაციით, რეისი ქუთაისი-პარიზი ამ საღამოსვე შესრულდება. რაც შეეხება პარიზიდან მომავალ რეისს, ისიც გადაიდება.