ქუთაისი-მილანის რეისი დილისთვის გადაიდო
ქუთაისი-მილანის რეისი დილისთვის გადაიდო

ქუთაისი-მილანის რეისი დილისთვის გადაიდო. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

რეისი W66411 12 დეკემბერს, 09:00 საათზე გაფრინდება. მანამდე რეისის შესრულების დრო რამდენჯერმე შეიცვალა.

ევროპაში უამინდობის გამო, შეფერხდა მიმოსვლა ლონდონსა და ქუთაისს, ასევე ბერლინსა და ქუთაისს შორის.

მგზავრებს დამატებითი ინფორმაციის მიღება აეროპორტის საინფორმაციო სამსახურის ნომრებზე შეუძლიათ: 0431 23 70 00; 0431 23 70 01.