ქუთაისი-ხონის გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ქუთაისი-ხონის გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

შემთხვევის შედეგად, 28 წლის გოგო ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების ცნობით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ბენზინმზიდი დაეჯახა. 28 წლის გოგო მსუბუქ ავტომობილს მართავდა, რომელიც დიდი სისწრაფით შეეჯახა ბენზინგასამართი სადგურიდან გამავალ სატვირთოს. ბენზინმზიდის მძღოლი არ დაშავებულა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დატოვე კომენტარი