„ქუთაისი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბაკენთან“ დამარცხდა და ფიბა-ს თასზე ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონმა „ქუთაისმა“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა. მისი მეტოქე დანიური „ბაკენ ბეარსი“ იყო.
მატჩი თავიდან ბოლომდე თანაბარი გამოდგა და გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. „ბეარსმა“ ბოლოს მეტი სიზუსტე გამოიჩინა და 84:81 გაიმარჯვა.
ქუთაისელთაგან ყველაზე მეტი, 27 ქულა დეტრიკ ბრაუნინგმა ჩააგდო. 21 ქულა ჰქონდა ტაირი ბოიკინს, 9 ქულა და 11 მოხსნა მარკუს გილსონს.
საქრთველოს ჩემპიონი ფიბა-ევროპის თასზე ითამაშებს. ის ჯგუფში „ბილბაოსა“ და პაოკ-თან მოხვდა. მეოთხე მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.