ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა
ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა

ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მატარებლის წინა ნაწილი, სადაც მემანქანე ზის, რესლებიდან გადავიდა.

შემთხვევა ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან 150 მეტრში მოხდა.

მატარებელი ამ დროსათვის გაჩერებულია და მგზავრებმა ის უკვე დატოვეს.  პირველ არხთან საუბარში ისინი რკინიგზის ადმინისტრაციას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მძიმე ბარგით ფეხით უწევთ გადაადგილება.

„ვისხედით მატარებელში, რომ უეცრად მატარებელი გაჩერდა და გვითხრეს, რომ უნდა გადავსულიყავით. ხმაური არ ყოფილა. ვიკითხეთ, როდის წავა მატარებელიო, რაზეც პასუხი ვერ მივიღეთ და დიდი ჩანთებით და მცირეწლოვანი ბავშვებით  ფეხით გვიწევს სადგურის მიმართულებით დაბრუნება“, – განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა, ნარგიზ მსხვილძემ.

ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.