ქუთაისი-ბარსელონას რეისზე შეფერხებაა
ქუთაისი-ბარსელონას რეისზე შეფერხებაა

ავიაკომპანია Wizzair-ის ქუთაისი-ბარსელონას რეისზე შეფერხებაა.

როგორც პირველ არხს ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, ფრენა 16:00 საათზე უნდა შესრულებულიყო.

მგზავრებს განუცხადეს, რომ თვითმფრინავის უკანა ნაწილში საევაკუაციო ბალიშები გაიხსნა. შესაბამისად, მგზავრებს, რომელთა ადგილებზე შეფერხება მოხდა, ბარსელონაში ვერ გაემგზავრებოდნენ.

ინციდენტი ბორტზე მგზავრების ასვლამდე მოხდა.